ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში, “შათდაუნის” მიუხედავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გრძელდება საბიუჯეტო ე.წ. “შათდაუნი”. შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში უქმდება ავიარეისები.
ტრამპი გამოვიდა მუქარით, რომ იმ დისპეტჩერებს, რომლებიც სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ხელფასები შეუმცირდებათ. ამასთან, ტრამპის თქმით, 10 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებენ ის თანამშრომლები, რომლებსაც 41-დღიანი “შათდაუნის” განმავლობაში სამუშაო არ დაუტოვებიათ – დანარჩენებს კი შეუძლიათ სამსახურიდან წავიდნენ.
აშშ-ის ფედერალური უწყებები ამ, „შათდაუნად“ წოდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ 1 ოქტომბერს – მას შემდეგ, რაც ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ შეძლო მიეღო კანონპროექტი მათი დაფინანსების შესახებ.
მიმდინარე “შათდაუნი” აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივი აშშ-ის ისტორიაში. მის გამო 13 000 ავიადისპეტჩერს და სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტოს 50 000 თანამშრომელს უხელფასოდ უწევდათ მუშაობა. მათი ნაწილი სამსახურში არ დადის, რადგან დროებით სხვაგან მუშაობს, ან შვილს ვერავის უტოვებს.
10 ნოემბერს სენატში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც “შათდაუნი” უნდა დაასრულოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება