„დაილოცოს ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია. წერე რაც გინდა და გადახდილია…“ – დარსმელიძესა და ხათუნა ჟორდანიას შორის დაპირისპირება სასტიკი ფორმა მიიღო და უკვე ზღვარსაც გადავიდა
· 175
მომღერალი ხათუნა ჟორდანია დარსმელიძეს დაუპირისპირდა. ამის მიზეზი დარსმელიძის მიერ ზურა ხაჩიძეზე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კომენტარია. კერძოდ, დარსმელიძემ მატრონას ხატის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე, ხაჩიძის პოსტის „სქრინი” გამოაქვეყნა, წარწერით: „ქოცი სთარები ახალ ორმოზდარვას ხოდამენ”.
დღეს ჟორდანიამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დარსმელიძეს აფრთხილებს, რომ მისი ოჯახის ხსენება „აღარ გაბედოს”.
„როგორ ვცდილობ, რომ ზიზღი, რომელმაც ასე მოიცვა სოც. ქსელი, ჩემს გულში არ შემოვუშვა… რატომ გახდა საქართველოში, ღმერთის სიყვარული დასაცინი? რატომ არის ტრენდული, ადამიანის შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკლესიის და ღმერთის მოყვარულია? Maia Darsmelidze, კიდევ ერთხელ გავითვალისწინებ, შენს შვილს და Stephane Mgebrishvili, და რასაც წარმოადგენ, არ ჩამოგითვლი აქ (ისედაც ყველამ იცის) მაგრამ, გაფრთხილებ!!! ჩემი ოჯახის ხსენება აღარ გაბედო! სწორედაც, ღმერთმა გადამარჩინა და თუკი, წმინდანების სიყვარულს ატარებენ ჩემი შვილები და ჩემი ქმარი გულით, ამასაც უფლის დიდ წყალობად ვთვლი!!!” – დაწერა ჟორდანიამ.
ჟორდანიას დარსმელიძემ მალევე უპასუხა:
„1. დაილოცოს ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია. წერე რაც გინდა და გადახდილია.
2. დაილოცოს ღრმადმორწმუნე ნიღაბს ამოფარებული ძალიან ზოგადი და ტუფლთა ფანტაზიაზე აგებული ცილისწამება.
დაილოცოს ერთუჯრედიანების ჟრიამული, რომელიც ბრმად აგყვება, იმიტომ, რომ ჯგუფში გავრცელდა, რომ დახმარებაა საჭირო, ხო, აქვე ვწერ, რომ არავისი ცუდი არ გამიხარდება და ჯანმრთელობას ვუსურვებ…მაგრამ… თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო, ნეტა რას წარმოვადგენ… პუნქტებად
1. ხათუნა ჟორდანიას ერთად და ცალ-ცალკე აღებულ მთელ ოჯახზე მინიმუმ უკეთესად ვმღერი;
2. არასოდეს მქონია ქოცობით მოპოვებული სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის სავარძელი;
3. არასოდეს მიზიდავდნენ ალფონსები;
4. არც ერთი სისხლისღვრა არ მიმაჩნია საუკეთესოდ;
5. შოკოლადს მირჩევნია სამშობლო;
6. არასოდეს მიზიდავდა იაფფასიანი პოპულიზმით მიღწეული „კაი ადამიანის” იმიჯი;
7. სხვის რელიგიურ გრძნობებს პატივს ვცემ და არასოდეს შეურაცხვყოფ, მარა მძაგს ბნელი ფანატიზმი;
8. ყველაზე დიდი ღმერთი არის სინდისი, რომელიც სულ თან დამაქვს;
9. სამარცხვინოს უნდა დასცინო და არავის ვკითხავ, როდის და რომელ ბნელ მავნებელს ან სასარგებლო იდიოტს დავცინებ;
10. ყ…ური „კოლეგიალობის” ან ვინმეს ხათრით არაფერზე დამიხუჭავს თვალი და არასოდეს ვყოფილვარ უსამართლო..და რავი მე
11 ც, ყოველი შემთხვევისთვის – არც ერთ კონტექსტში არ მიბოზია არასოდეს. იქნებ ასე მაინც მოგანდომო „ჩემზე ყველამ რაც იცის”, იმის ჩამოთვლა. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რა „კომპრომატებია” ჩემზე!, – დაწერა დარსმელიძემ.