დავით ასათიანი – სასამართლოში ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით, მობილური ტელეფონით და ლეპტოპით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი

სასამართლოში ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით, მობილური ტელეფონით და ლეპტოპით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი შეფასებით, ადვოკატისთვის ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია.
„მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია დღეს გავრცელებული ცნობის თაობაზე, თითქოს იგეგმება ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვის დაწესება სასამართლოში.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა კომუნიკაცია და მინდა გაცნობოთ, რომ ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) ის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებია, რომელთა გარეშეც ადვოკატის სრულფასოვანი საქმიანობა, ელექტრონული მართლმსაჯულების ეპოქაში, წარმოუდგენელია და შესაბამისად, ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია.
ასოციაცია კვლავაც ყურადღებით მიადევნებს თვალს პროცესების განვითარებას, პროფესიისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით!“, – წერს ასათიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ადვოკატთა ასოციაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება