„რატომ იჭერენ მხოლოდ მოადგილეებს?! უფროსებმა არაფერი იცოდნენ?! ისე თქვლეფდნენ?“ – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
“თევზის მეხსიერება” ვისაც არ გვაქვს და “2+2=4” სირთულის ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტა ვისაც შეგვიძლია, გვაინტერესებს:
● რა მოუვიდა 650 მილიონი დოლარის “გამთეთრებელ” კაცს და მის სავალუტო ჯიხურს?!;
● სადაა ღარიბაშვილი? ბოლო-ბოლო, კაცს “მადლობა მართლმადიდებლობისთვის”-ო ეუბნებოდნენ და გვაინტერესებს რა ხდება მის თავს, ხომ აქვს “მშვიდობა”?;
● სადაა ლილუაშვილი?! ეგეც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი იყო;
● სადაა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ქარსელაძე?!
●რიჟვაძე გამომრჩა – სადაა?! რა ხდება მის საქმეზე?!
● რატომ წარედგინა კორუფციაზე ბრალი “დაუსწრებლად” საეჭვოდ ბევრ ადამიანს?! წინასწარ გააფრთხილეს და გაქცევის საშუალება მისცეს?!
● რატომ იცოდა კორუფციის შესახებ მთელმა ქვეყანამ, ყველა ჟურნალისტმა და არაფერი იცოდა ანტიკორუფციულმა ბიურომ და მთავარმა “მაკონტროლებელმა”, პარლამენტმა?!
● და ბოლოს – რატომ იჭერენ მხოლოდ მოადგილეებს?! უფროსებმა არაფერი იცოდნენ?! ისე თქვლეფდნენ?“

ასევე დაგაინტერესებთ