ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე „The Best FIFA Football Awards 2023“, საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა. იგი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
· ლიონელ მესი, არგენტინა 48
· ერლინგ ჰალანდი, ნორვეგია 48
· კილიან მბაპე, საფრანგეთი 35
· კევინ დე ბრუინი, ბელგია 32
· ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია 24
· როდრიგო ერნანდეს კასკანტე (როდრი), ესპანეთი 24
· ჯულიან ალვარესი, არგენტინა 21
· ბერნარდო სილვა, პორტუგალია 18
· ილკაი გუნდოგანი, გერმანია 13
· ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 7
ხვიჩა კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს გამოკითხვაში საუკეთესო ათეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით