პუტინი ჩიხშია, როდესაც საქმე ბრძოლის ველზე რეალურ წარმატებებს ეხება. მისი სიტუაცია უფრო ჩიხს ჰგავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან რთულია, მაგრამ შინ ვართ და ვიცავთ იმას, რაც ჩვენია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სიტუაცია განსხვავებულია.
„მისი სიტუაცია განსხვავებულია. პირველ რიგში, მან საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაცია მოახდინა ინფორმაციის საშუალებით. მეორეც, მან გასცა დაპირებები მიზნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვერ მიაღწია, ამიტომ მას გარკვეული მიღწევების ჩვენება სჭირდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის განმარტებით, სწორედ ამას ემსახურება ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები.
„იმის დემონსტრირებისთვის: „მისმინეთ, მე სავარაუდოდ მაქვს გეგმა – იქ ჩვენ ვახდენთ ზეწოლას იარაღით და აქ ჩვენ ვუტევთ“. და რატომ იქცევა ეს თავდასხმები ტერორისტულ აქტებად, რატომ იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ბევრი დაიჭრა, რატომ რჩება ხალხი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე? იმიტომ, რომ მას არ შეუძლია სხვა გზით შექმნას დაძაბულობა ჩვენს საზოგადოებაში. მას ესმის, რომ ჩვენ გავაერთიანეთ მთელი სახელმწიფო და მთელი ევროპა ჩვენს გარშემო და ამ ერთიანობის დარღვევა ძალიან რთულია. ის ამას ცდილობს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ახლა პუტინს სჭირდება აჩვენოს, რომ დომინირებს, მას სურს რამდენიმე ოპერაცია, რომელსაც წარმატებულად წარუდგენს თავის საზოგადოებას.
„ეს არის დრონები, ან ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა, ან კიბერშეტევა გერმანიაზე, გაერთიანებულ სამეფოზე, საფრანგეთზე, ან თავდასხმა არჩევანზე, პოლიტიკურ არჩევანზე, არჩევნების დროს რომელიმე ქვეყანაში, სადაც ულტრამემარჯვენე წარმომადგენლები შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში – რომლებიც, ვთქვათ, იდეოლოგიურად უფრო ახლოს არიან დღევანდელ პუტინთან. ეს არის ჰიბრიდული ომი და ზუსტად ასეა. ეს არის ჰიბრიდული ომი ევროპაში და უკრაინა იხდის ამისთვის ყველაზე მაღალ ფასს, რადგან ფიზიკური ომი ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – წერს ზელენსკი.




