საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია „საქმიან აღიარებას“, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია

ხშირად საუბრობენ, თითქოს „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა, ამაოდ. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე „საქმიან აღიარებას“, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში მისივე თქმით, თუ ამ “საქმიანი აღიარების” პარალელურად საქართველოში “ხავერდოვანი რევოლუციების” მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების “success stories” დავუწყოთ მაგიდაზე.
„ხშირად საუბრობენ, რომ თითქოს “ქართული ოცნება” როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს და ითხოვს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა ამაოდ. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე “საქმიან აღიარებას.” ეს კი ჩემი აზრით, არ არის ცოტა და ამ ეტაპზე ვფიქრობ სავსებით საკმარისიც უნდა იყოს. თუ ამ “საქმიანი აღიარების” პარალელურად აქ “ხავერდოვანი რევოლუციების” მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ, და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების “success stories” დავუწყოთ მაგიდაზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა