გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, საერთაშორისო QS Stars-ის შეფასებით, სწავლებასა და დასაქმებაში 4 ვარსკვლავი მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო QS Stars-ის აკრედიტაცია და სწავლებისა და დასაქმების მიმართულებებით 4 ვარსკვლავი მიენიჭა.
ამის შესახებ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„QS Stars მსოფლიოში უნივერსიტეტთა შეფასების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სისტემაა, რომელიც აფასებს სასწავლო პროცესის ხარისხს, სტუდენტთა წარმატებას, დასაქმებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ჩართულობას, მის გავლენას ეკოლოგიაზე და სხვ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მაღალი შედეგი აჩვენა შემდეგ მიმართულებებში: სწავლება და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა – სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი შეადგენს 87%-ს, ხოლო აკადემიური პროგრამების დასრულების მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი უმაღლესია (99.2% ); დასაქმება და კარიერული განვითარება – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებით დასაქმებულია, ხოლო სტუდენტებისთვის აქტიურად ტარდება პრაქტიკული სტაჟირებები და დასაქმების ფორუმები; საერთაშორისო ჩართულობა – უნივერსიტეტი აერთიანებს 21 ეროვნების სტუდენტს, თანამშრომლობს 63 საერთაშორისო კვლევით პარტნიორთან და განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ საგანმანათლებლო ქსელებში; თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო – თანამედროვე აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ციფრული რესურსები უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული უნარების განვითარებას.
აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მტკიცედ მიჰყვება საერთაშორისო სტანდარტებსა და ხარისხის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების წარმატებასა და პროფესიულ დაოსტატებაზე. ვულოცავთ გრუნის ამ წარმატებას!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება