ფიზიკური ანგარიშსწორება “ოცნების” ჩინოვნიკებს შორის – ახალი დეტალები

“ოცნების” ჩინოვნიკებს შორის ყვარელში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ადგილობრივები “ტვ პირველს” უყვებიან, ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რესტორან “კუდიგორასთან” დაიწყო, შემდეგ კი ყვარლის ცენტრში ციხესიმაგრესთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ყვარლის ცენტრში არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ამიტომ წესით ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს ფიზიკურ ანგარიშსწორების დეტალების დადგენა.
“პირველებს” ადგილობრივები ეუბნებიან, რომ ლევან გელაძეს ცხვირი ქვით აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება სახის არეში.
ასეევე მძიმეა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, გივი ზაუტაშვილის მდგომარეობაც – “ტვ პირველის” ინფორმაციით, მას მას კბილები აქვს ჩამტვრეული.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყვრალის ცენტრში მოხდარი ანგარიშსწორების შემდეგ, მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს საკრებულოს თავჯდომარემ და მისმა ძმამ, სხვა პირებთან ერთად საცხოვრებელ სახლთან მოუწყეს ჩასაფრება და სწორედ აქ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება