“ოცნების” გენერალური მდივანი ევროდეპუტატებს სახედაკარგულებს უწოდებს. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, ახალისებდნენ მოძალადეებს და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურდათ.
დღევანდელ ბიუროკრატიას რაც შეეხება, ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული, თუნდაც მათი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებით არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი რეალობა, მოძაალდეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას, – ამბობს კალაძე.




