17 იანვარს დასავლეთ საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში ცივი ამინდი და თოვლია მოსალოდნელი.
„17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.