ოპოზიციაზე – ბრალდება რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა – ეს ადამიანები დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს

ბრალდება რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ეს ადამიანები დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს – არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ახალი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
როგორც მან აღნიშნა, კიდევ ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს სამართლებრივი დევნა, არ აქვს ინფორმაცია.
„ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ. დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიპოვოთ და თუნდაც ის მტკიცებულებები, რომელიც იქნა გაჟღერებული.
როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, ხარ პოლიტიკაში, პირველ რიგში, უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს, უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ