Lufthansa 2024 წელს 13 000 ახალ თანამშრომელს აიყვანს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 2024 წელს სამუშაო ძალის გაზრდას 13 ათასი ადამიანით აპირებს. ავიაკომპანიის ცნობით, ახალი თანამშრომლები პილოტის, ბორტგამყოლის, ასევე IT სპეციალისტისა და ტექნიკური სამსახურის კადრების პოზიციებზე დასაქმდებიან.
2023 წელს კომპანიამ 13 ათასზე მეტი ახალი ადამიანი დაიქირავა. მისი პერსონალის რიცხვი ამჟამად 95 000-ს აჭარბებს.
ბოლო სამი თვის განმავლობაში Lufthansa-ს კაპიტალიზაცია 5.1%-ით გაიზარდა და 9 მილიარდ ევროს მიაღწია.