მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს – Axios

აშშ მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს – Axios
გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ -მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების მიწოდება მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო შეაჩერა.
Axios აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებში ექსპორტირებული შეიარაღების საბოლოო დანიშნულება უცნობია, თუმცა ასეთი აღჭურვილობა ხშირად უკრაინის მხარდაჭერას ხმარდება.
გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იარაღების, მათ შორის, საშუალო რადიუსის “ჰაერი-ჰაერი” (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM), Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა , ხორვატია და პოლონეთი, შეჩერებულია.
როგორც Axios წერს, უშუალოდ აშშ-ს სახელმწიფოს მხრიდან NATO-ს მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიყიდვის კონტრაქტებთან ერთად ასევე კერძო კომპანიებისთვის შეიარაღების ექსპორტირებისთვის ლიცენზიების მინიჭებაც არის დროებით შეჩერებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეიარაღების გაყიდვის წინადადებები კონგრესმა უნდა განიხილოს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების დიდი ნაწილი, რომლებსაც კონგრესის კომიტეტის პერსონალისთვის ანგარიშის მიწოდება ავალიათ, შვებულებაში არიან გაშვებულები, რაც პროცესს ანელებს.
ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. მთავრობის ახლანდელი ე.წ. შათდაუნი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
Tabula.ge