ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარე – უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარე – უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარემ, კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან.
ჰავლიჩეკის თქმით, უკრაინის დროშებმა „შეასრულეს თავიანთი ფუნქცია, როგორც სიმბოლომ და სოლიდარობის გამოხატულებამ“.
ამასთან, პარტია „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარემ ვარაუდი გამოთქვა, რომ ევროპული დროშაც ჩამოიხსნება ვაჭრობის სამინისტროს შენობიდან, როდესაც მინისტრი გახდება.
„დროშა მოიხსნება, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ პირველივე დღეს. მე მგონია, რომ ეს დროშები უნდა მოიხსნას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. მე ამაში არაფერ ცუდს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ჰავლიჩეკმა.
მანამდე, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან. საპასუხოდ, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს.
„სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოესწორებინა ტომიო ოკამურას პირველი ნაბიჯი. უკრაინის დროშა პალატაში დაბრუნდა და ახლა ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის ფანჯრებიდან არის გადმოფენილი“, – აღნიშნა „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა