„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო?“ – გოგა ხაინდრავა

„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო?“ – გოგა ხაინდრავა
“რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?… ეხა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა? ვინ გეკითხება? – ის რო აშენდება, ხომ ნახავ? 60% უცხოელებზე გაიყიდებაო, უცხოელებზე გაიყიდება 60% მარა… 60% გაიყიდება ყველაზე… მერე რა?” – ამბობს გოგა ხაინდრავა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც კობახიძემ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…