ლევან ცუცქირიძე: ქართული ოცნება გეოპოლიტიკურ ყულფში

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
ქართული ოცნება გეოპოლიტიკურ ყულფში
რა ხდება გარეთ და რატომ ჩქარობს “ოცნება?”
🔹️შავი ზღვის მნიშვნელობა ევროპული და შედეგად ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბევრად უფრო დიდი ხდება, ვიდრე ოდესმე აქამდე – უკრაინის ომი + ახალი სავაჭრო დერეფნები და ევროპული ენერგო პოლიტიკის გადაწყობა ამ საკითხში ახალი, გადამწყვეტი ფაქტორებია;
🔹️ კიევში სამ დღეში შევიდა კი არა, მოსკოვის აეროპორტების დაცვა უწევს, ხოლო შავ ზღვაში მისი ფლოტი უკიდურესად შეზღუდული და შევიწროებულია. ამიტომაც მოიწევს ის სკენაც მეტად;
🔹️სომხეთი და აზერბაიჯანი გამოდიან რუსული კონტროლიდან და საერთო თანამშრომლობისკენ დგამენ ნაბიჯებს, თურქეთის და ახლა უკვე შეერთებული შტატების მონაწილეობით და მათი უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესებით;
🔹️ცენტრალური აზიის ქვეყნები, ცდილობენ რა ს და ასევე ჩინეთის გავლენის დაბალანსებას მეტ ნაბიჯს დგამენ დასავლეთში საკუთარი მნიშვნელობის გასაზრდელად. ცენტალურ აზიაში შეერთებულ შტატებსაც ტრადიციული ინტერესები აქვს. აქედან – ბოლო შეხვედრა ვაშინგტონში და შეთანხმებები ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე;
🔹️მოლდოვა სწრაფი ნაბიჯებით მიდის ევროკავშირისკენ, რაც მას სტაბილურობას, რუსეთისგან დაცულობას და სწრაფი ეკონომიკური ნახტომის შანსს მისცემს;
🔹️თურქეთი ხედავს ახალი შესაძლებლობების ფანჯარას – შავ ზღვაში დასუსტებულ რუსეთს და ნატოსკენ უფრო აქტიურად მომზირალ აზერბაიჯანს, რომელმაც საკუთარი არმიის ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა დაიწყო; თუკი ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდა და ამან მეტი პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორობაც მოიტანა, ეს კიდევ უფრო შეცვლის სურათს რეგიონში – რუსული გავლენის საზიანოდ.
🔹️ბევრი საუბარია “შუა დერეფანზე” მაგრამ საქართველო მასში ვერც ერთი ტიპის მმართველობის პირობებში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს, თუკი ის ტვირთებისა და სერვისების თავისუფალი და უსაფრთხო გამტარის ნაცვლად, ამ ყველაფრის დამხშობი “საცობი” გახდება. სწორედ ასეთია ევროპა/ამერიკისგან, ანუ მსოფლიოს უდიდესი ბაზრებისგან, მეტად და მეტად იზოლირებული “ოცნება” და ის არავის სჭირდება: არც ჩვენს მეზობლებს, არც მეგობრებს ევროპასა და ამერიკაში, არც ცენტრალური აზიის ქვეყნებს, არც ირანს, არც ჩინეთს და საბოლოო ჯამში, არც რუსეთს – გაიხსენეთ რუსეთის ერთ დროს ახლო მეგობარი დიქტატორების ბედი.
🔹️ში ტაქტიკური წარმატებების ხარჯზე, რუსეთმა მასშტაბური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მარცხი განიცადა:
– ვერ დაიპყრო , ვერ ჩამოაგდო მისი მთავრობა და ვერ მოახერხა უკრაინის დემილიტარიზაცია;
– ვერ დაშალა ნატო (პირიქით, ახალი წევრები შეემატნენ);
– დაკარგა ტრადიციული მოკავშირე სომხეთი;
– აზერბაიჯანი ბევრად უფრო პროდასავლური გახდა და მისი არმია ნატოს სტანდარზე გადადის;
– მოლდოვა მალე ევროკავშირში გაწევრიანდება;
– ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პოლიტიკური ალიანსების მეტი დივერსიფიკაცია დაიწყეს;
– ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულება და ასევე, მკვეთრად გაზარდა სამხედრო ხარჯები;
– შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერად შემოდის სამხრეთ კავკასიაში.
ასეთ დროს და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, კრემლი საქართველოს იზოლირებული მთავრობის ამარა რჩება.
“ოცნებამ” ჩათვალა, რომ რუსეთის თამაში უნდა ითამაშოს, რადგანაც მასთან უფრო ახლოს დგას მსოფლმხედველობით, თვლის, რომ კრემლს ასიმეტრიულად ძლიერი ინტერესები აქვს რეგიონში და მეტის გაკეთების ნება აქვს, ვიდრე ვინმე სხვას. ეს უკანასკნელი კი ასე სულაც არ აღმოჩნდა – არც ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის გავლენას დაუსხლტა, არ დაწყებულა ომი, ხოლო დასავლური ინტერესების ზრდა მათ სტაბილიზაციას და ეკონომიკურ პროგრესს დააჩქარებს.
ერთადერთი შანსი, ჩვენმა ქვეყანამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება თავის სასარგებლოდ სწრაფად გამოიყენოს არის ის, რომ ის იყოს სტაბილური, სამართლიან კანონებზე დამყარებული, ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული და უსაფრთხო ქვეყანა. კორუმპირებული ბანდიტების პარტიას კი ამის გაკეთების არც უნარი აქვს, არც ცოდნა და არც სურვილი.
ივანიშვილის პარტია წესით უნდა ხედავდეს, რომ მის გარშემო გეოპოლიტიკური ყულფი ვიწროვდება და ამიტომ ცდილობს შექმნას “ფაქტები ადგილზე” – გაწმენდილი პოლიტიკური ველი, ფსევდო, “სისტემური” ოპოზიცია, განადგურებული პროტესტი, რომ უსაფრთხოდ ითანამშრომლოს რუსეთთან და არც მეტი ჩართულობის ინტერესი გაუჩინოს ვინმეს სხვას.
დრო არ არის “ოცნების” მხარეს. ამ “გამოფიტვის ომში,” ჩვენი თანმიმდევრული, სტრატეგიული ბრძოლით უნდა გავუძლოთ რეპრესიებს, მივიღოთ შესაძლებლად ნაკლები ზიანი, თავად გამოვფიტოთ “ოცნება” და საქართველო ახალი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მოვამზადოთ.
ძალაც, სიმართლეც და ისტორიაც ჩვენს მხარესაა.