ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.