ე.წ. შატდაუნმა -ში ასობით საჰაერო რეისის გაუქმება გამოიწვია

აშშ-ში ასობით რეისი კვლავ გაუქმდა ე.წ. შატდაუნის შედეგად. მიზეზი ის არის, რომ საჰაერო მიმოსვლის ბევრი დისპეტჩერი აღარ ცხადდება სამსახურში, რადგან ხელფასს არ იღებს 1 ოქტომბრიდან ძალაში შესული სახელმწიფო “ბიუჯეტის გაჩერების” გამო. -ის სენატი ამის თაობაზე 9 ნოემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.

აშშ-ში 8 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1500 რეისი გაუქმდა და დაახლოებით 6000 გადაიდო. აშშ-ის ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) განაცხადა, რომ პერსონალის დეფიციტია 42 აეროპორტის საკონტროლო კოშკსა და საკონტროლო ცენტრში. მან 7 ნოემბერს უკვე მისცა მითითება ავიაკომპანიებს, რომ 40 ძირითად აეროპორტში ყოველდღიური ფრენების ოთხი პროცენტი შეემცირებინათ. ეს შემცირება 14 ნოემბრისთვის ათ პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა არ
გამორიცხა საჰაერო მიმოსვლის შემდგომი 20 პროცენტამდე შემცირების ბრძანება, თუ პერსონალის მდგომარეობა გაუარესდება.

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ბიუჯეტის დავაში დაახლოება შეინიშნება.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თუნმა, განაცხადა, რომ ისინი მოკლევადიანი – იანვრის ბოლომდე დაფინანსების ხელშეკრულებაზე მუშაობენ და დარჩენილ სადავო საკითხებზე შემდგომი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. სენატში 9 ნოემბერს სხდომა გაიმართება. ხარჯების გაყინვის გამო, ასობით ათასი ფედერალური თანამშრომელი ან იძულებით უხელფასო შვებულებაშია, ან ანაზღაურების გარეშე მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს