პედრო სანჩესი – გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება – თუ ევროპას ავტონომიის მოპოვება სურს, მაშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის გაზრდა მოგვიწევს

დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა El Pais-თან ინტერვიუში თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„როგორი სამყარო გვსურს დავუტოვოთ ჩვენს ახალგაზრდებს, როდესაც ისინი ჩვენი ასაკის იქნებიან? სამყარო, სადაც ევროპის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები 5%-ია? ჩვენ დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამასთან, სანჩესმა აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ესპანეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევს.
„თუმცა, გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით. გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება. თუ ევროპას ავტონომიის მოპოვება სურს, მაშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის გაზრდა მოგვიწევს“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში -ის პრეზიდენტი, ესპანეთს სავაჭრო სანქციებით, მათ შორის ტარიფებით, დაემუქრა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქციის 5%-მდე არ ზრდის.
„ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი რიცხვი 5%-მდე არ გაზარდა. ამიტომ ესპანეთით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ მათთვის სავაჭრო სანქციების დაწესებაზე ტარიფების მეშვეობით იმის გამო, რაც მათ გააკეთეს და ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გავაკეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.