პრემიერ-მინისტრმა „ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის“ ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.
„სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.
დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია