„საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის ომის დასრულებით არ დასრულდება“ – მიიჩნევენ ნატოში და სამხედრო წარმოების ზრდაზე ორიენტირდებიან. რუმინეთში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თვალით დანახული რუსეთი უსაფრთხოების კონფერენციაზე დაახასიათა და აღნიშნა, რომ კონტინენტის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გულუბრყვილობისთვის სივრცეს აღარ რჩება.
„საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით რეალური და ხანგრძლივია. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდგე ამის ნათელი მაგალითია. საშიშროება, რომელიც რუსეთისგან მოდის ომის დასრულებით არ დასრულდება. ახლო მომავალში რუსეთის დარჩება მადესტაბილიზირებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში და ამაში ისინი მარტონი არ არიან. მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ის მუშაობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან. მათ გააძლიერეს თავდაცვით-ინდუსტრიული თანამშრომლობა უპრეცენდენტო დონემდე და ემზადებიან გრძელვადიანი კონფორტაციისთვის. გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე გავზარდეთ შეიარაღების წარმოება, მანამდე რუსეთი იმაზე მეტს აწარმოებდა, ვიდრე ნატოს ქვეყნები ერთად. მაგრამ ასე აღარაა, ალიანსის ფარგლებში ათობით ახალი საწარმო იხსნება, ფართოვდება უკვე არსებულები . იმაზე მეტს ვაკეთებსთ, ვიდრე ათწლეულების მანძილზე. ამ პროგრესს მეტი უნდა დავაშენოთ, სხვა მიმართულებებითაც – იქნება ეს საჰაერო თავდაცვა თუ შეარებით დაბალბიუჯეტიანი დრონსაწინააღმდეგო სისტემები – რაოდენობა აქ საკვანძო ფაქტორია “, – აღნიშნა ბუქარესტის უსაფრთოების კონფერენციაზე მარკ რუტემ.
„ნატოს ხელახალი ჩამოყალიბება, ინოვაცია, ტემპების აჩქარება თუ მხარდაჭერის ზრდა აქტუალური ბოლოდროინდელმა კონტექსტმა აქცია. სამწუხაროდ, სწორედ ეს გვიბიძგებს ჩვენ სულ უფრო მეტი ვისაუბროთ შეიარაღებაზე. ყველა საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, უკრაინის ომით დაწყებული, კიბერ-მუქარებითა თუ ჰიბრიდული ომით დასრულებული გვახსენებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არასოდესაა გარანტირებული. სწორედ ამიტომ, შეიარაღება არა არჩევანი ,არამედ აუცილებლობაა. ეს ნატოს, რუმინეთის ან სხვა წევრი სახელმწიფოს არჩევანს არ წარმოადგენს, არამედ ეს არის საჭიროება“, – თქვა რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.
რუმინეთი – სლოვაკეთის,უნგრეთისა და ბულგარეთის მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების ფონზე ნატომ დამატებითი ძალები განალაგა.
ევროპული ქალაქების თავზე არაიდენტიფიცირებული დრონების გამოჩენამ გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა, თუმცა ისიც, რომ ევროპელებმა 360 გრადუსით უნდა იფიქრონ და მეტი დრო დაუთმონ დრონსაწინააღმდეგო სისტემებს.
საფრთხე არსად წასულა, დანიის, გერმანიისა და ბელგიის სამხედრო ბაზებზე არაიდენტიფიცირებული დრონები დღეს ისევ გამოჩნდა. ბრიუსელში დღეს საგანგებო სხდომა სწორედ ამ მიზეზით მოეწყო. ამას წინ აეროპორტებში გაუქმებული ათობით ფრენა და დედაქალაქის აეროპორტის დახურვაც უძრვოდა.
ბელგიის მთავრობის ინფორმაციიით, არაიდენტიფიცირებული დრონები იმ სამხედრო ბაზასთანაც გამოჩნდნენ, სადაც აშშ-ს ბირთული შეიარაღებაა განთავსებული.
„ვფიქრობ, მეტი დრონსაწინააღმდეგო შესაძლებლობა გვესაჭიროება, ამ მხრივ მაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მაგიდაზე წარვადგენ მინისტრთა საბჭოზე. ჩვენ კარგი მეზობლები გვყავს, გვყავს ნატოს მოკავშირეები და ისინი გვეხმარეიბიან – რაც კარგი ამბავია. რაც შეეხება კითხვას დგას თუ არა ამის უკან რუსეთი, ესაა შეფასება, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ”,- აღნიშნა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა.
ვიდრე ბელგიელი გამომძიებლები დრონების წარმომავლობას სწავლობენ, ბირთული იარაღის გამოცდის შესაძლებლობების შესწავლას იწყებს თავად რუსეთი. მას შემდეგ, რაც „ბურევესნიკისა“ და „პოსეიდონის“ პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში ბირთული იარაღის გამოცდის შესახებ დააანონსა, იგივე განკარგულება გასცა კრემლმაც. უშიშროების საბჭოს სხდოაზე ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განკარგულება გასცა.
ჩვენი ბირთვული პოტენციალი მზადყოფნაში უნდა გვქონდეს, რათა ნებისმიერ პირობებში მოვახერხოთ მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენება. ვაშინგტონის ქმედებების საპასუხოდ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ – ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გარანტირებისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაუყოვნებლივ დავიწყოთ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდისთვის მზადება. ნოვაია ზემლიას არქიპელაგზე არსებული ცენტრალურ პოლიგონი ამის მოკლე ვადაში განხორციელების საშუალებას გვაძლევს”, -აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს ვავალებ გააკეთონ ყველაფერი,რათა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მოაგროვონ, ჩაატარონ მისი ანალიზი უსაფრთხოების საბჭოში და წარადგინონ უკვე შეთანხმებული წინადადებები ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლო სამუშაოების დაწყების შესახებ”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
თუ აშშ-მა ან რუსეთმა ბირთვული იარაღი მართლაც გამოსცადა, ეს იმ მორატორიუმის დარღვევა იქნება, რომელიც ბოლო სამი ათწლეულია მოქმედებს. 90-იანი წლების შემდეგ ასეთი პრეცენდენტი არ მომხდარა.
euronewsgeorgia.com




