ფილიპინებში სუპერტაიფუნის მოახლოების გამო ხელისუფლებამ 900 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სუპერტაიფუნი „ფუნგ-ვონგი“ ფილიპინების აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებამდე დღის განმავლობაში მიაღწევს და მოსალოდნელია, რომ მას ძლიერი ქარები და წვიმები მოჰყვება.
ფილიპინების ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, სუპერტაიფუნის ქარის სიჩქარე 185 კმ/სთ-ს აღწევს.
ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამსახურში განაცხადეს, რომ 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ფილიპინებისთვის მეორე ძლიერი ტაიფუნია. ტაიფუნმა „კალმაეგმა“ მიმდინარე კვირაში ფილიპინებში 224 ადამიანის, ხოლო ვიეტნამში 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.




