თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „მდგრადი მშვიდობის მიღწევისათვის გაწეული ძალისხმევა“ შეუქო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩემი ძმა ილჰამ ალიევის გულწრფელ ძალისხმევას მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის. კმაყოფილებით ვაკვირდებით იმ გამბედავ ნაბიჯებს, რომლებსაც ამ მიმართულებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დგამს. ღმერთმა ინებოს, ამ დიდებულმა გამარჯვებამ მიიყვანოს მდგრად შეთანხმებამდე, რომელიც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გააძლიერებს ორივე ლიდერის კონსტრუქციული პოზიციის წყალობით,“ – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის „გამარჯვებას“ ის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის საძირკვლად აღიქვამს და არა დასასრულად.




