ელენე ხოშტარია: სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და აქ ვერ დამკვიდრდება! ბოლომდე!

“ივანიშვილს რომ რუსული დიქტატურა უნდა, ეს ვიცით. როგორც მინიმუმ, 29 აპრილიდან. შესაბამისად, რუსული რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკოსების დევნა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

ამასათანავე, მოდი, გავცდეთ იმას, რა უნდათ რუსებს და შევაფასოთ რეალურად რა გამოსდით, რა ხდება მათ თავს. ეს ყველაფერი თავად აღიარეს და ისედაც ჩანს:

– მათ ეშინიათ პროტესტის – ვერ მოერივნენ და ვერც მოერევიან.
– მათ ეშინიათ არალეგიტიმურობის – ვერ მოგვერივნენ, ვერ მოგვერევიან.
– მათ ეშინიათ სანქციების – კიდევ უფრო მეტს მიიღებენ
– მათ ეშინიათ სინდისის პატიმრების – ვერ გატეხეს.
– მათ ეშინიათ თავისუფალი მედიის – ვერ გააჩერეს (მზია ყოველ დღე ახალ ჯილდოს იღებს).
– მათ ეშინიათ არასამთავრობოების – ვერ გატეხეს და გააჩუმეს.

ამიტომ რეალობა არის არა დიქტატურის დამკვიდრება, არამედ დიქტატურის დამკვიდრების ნევროზული ისტერიული მცდელობა.

სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და აქ ვერ დამკვიდრდება!

ბოლომდე!” – წერს პატიმრობაში მყოფი დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. 6 ნოემბერს პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.