მარკ რუტე – როდესაც სახიფათო ბირთვულ რიტორიკას იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს ძლიერი ბირთვული შეკავების ძალა აქვს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, სურს, რომ ალიანსმა მომავალში უფრო აქტიურად გაუსვას ხაზი თავის ბირთვულ შესაძლებლობებს, რათა შეაკავოს კონკურენტები, განსაკუთრებით .
რუტე მიიჩნევს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი საუბარი ბირთვული შეკავების შესახებ, რათა ადამიანებმა გაიაზრონ, თუ როგორ უწყობს ეს ხელს საერთო უსაფრთხოებას.
„როდესაც რუსეთი სახიფათო და უკომპრომისო ბირთვულ რიტორიკას იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს მშვიდობის შესანარჩუნებლად ძლიერი ბირთვული შეკავების ძალა აქვს“, – განაცხადა რუტემ გერმანულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ნატო-ს ბირთვული შეკავების ძალა ალიანსის უსაფრთხოების უმაღლესი გარანტია და ის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტური უნდა დარჩეს.
„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერასდროს მოიგება და ვერასდროს დაიწყება“, – აღნიშნა რუტემ.