19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით , ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში – ხორვატიას, სერბეთს და გიბრალტარს დაუპირისპირდება. 4-გუნდიანი ჯგუფიდან, ელიტ რაუნდში თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. ხოლო მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით მოხვდეს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი
12 ნოემბერი – ხორვატია V საქართველო | კარლოვაცი | 14:30
15 ნოემბერი – სერბეთი V საქართველო | ლუჩკო | 16:45
18 ნოემბერი – გიბრალტარი V საქართველო | ლუჩკო | 14:30
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ღონღაძე (დინამო თბილისი).
მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), საბა მურვანიძე (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), ანრი ძნელაძე (დინამო თბილისი), საბა ნიორაძე (დინამო თბილისი), სანდრო რატიანი (იბერია 1999), რეზი დანელია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (შარლერუა, ბელგია).
თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი (იბერია 1999), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი), დავით კუტალია (თელავი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).
NAKREBI.GE
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველა შესაძლო მეტოქე ცნობილია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
ზვიად სიჭინავა: ეს არ იყო სიმულაცია და იმედია, ასეთ შეცდომებს გამოვრიცხავთ