მიხეილ ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს

მიხეილ ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს
“მიხეილ ყაველაშვილი არის ლიდერი, რომლის გზაც სპორტიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ გადადის – სიძლიერის, თავმდაბლობისა და ერთგულების შერწყმით”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს.
“ბოლო ათი არჩევნებია მოსახლეობა თქვენ გაცხადებთ არალეგიტიმურად და რა უფლებით საუბრობთ მიხეილ ყაველაშვილზე?
მიხეილ ყაველაშვილი – ადამიანი, რომლის ცხოვრება ძალის, ნებისყოფისა და ერთგულების მაგალითია.
ის არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი შრომითა და ნიჭით საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე გაიტანა.
მამა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და სიყვარულს თავის უმთავრეს საყრდენად მიიჩნევს.
პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მოქალაქეთა ნდობას ემსახურება გულწრფელად და ღირსეულად.
და ბოლოს, კარგი მეგობარი – ადამიანური სითბოთი, ღირსებითა და სანდოობით გამორჩეული პიროვნება.
მიხეილ ყაველაშვილი არის ლიდერი, რომლის გზაც სპორტიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ გადადის – სიძლიერის, თავმდაბლობისა და ერთგულების შერწყმით”,-წერს ლევან კოჭლოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა