ანიტა ჰიპერი სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულ ს წერილს ეხმაურება

ევროკომისიის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ საქართველოში ევროკავშირის ელჩ, ს წერილს ეხმაურება.
მისი თქმით, 2024 წლის ივნისში ევროკომისიას ჰქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა, რომელშიც კიდევ ერთხელ იყო საუბარი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და ასევე იყო მოწოდება მთავრობის მიმართ, აერჩიათ პროდასავლური კურსი.
ჰიპერის თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა, გამოიყენოს ევროკავშირი დეზინფორმაციის კამპანიისთვის.
“რასაც ვხედავთ არის ის, ყურადღების გადატანა ფაქტებიდან. საქართველოს ხელისუფლება ახლა ჩვენ გვიყენებს დეზინფორმაციის კამპანიისთვის. ამიტომ მოდით მოვახდინოთ ფაქტების კონსტატაცია. 2024 წლის ივნისში, გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა, სადაც მორიგ ჯერზე გამეორებული იყო, დემოკრატიული უკუსვლა და ასევე გამომაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, შეეცვალათ კურსი. მაშინაც იგივე “ქართული ოცნების” მთავრობა იყო. იგივე პარტია იყო უმრავლესობაში პარლამენტში. მაგრამ დემოკრატიისთვის დესტრუქციული ქმედებების შეცვლის ნაცვლად, ვხედავთ, როგორი ინტენსიური გახადეს ეს ქმედებები ოპოზიციაზე რეპრესიების, ჟურნალისტების ციხეში ჩასმისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმების თვალსაზრისით. ასე, რომ 2024 წელს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა. ოქტომბერშიც და დეკემბერშიც. ამ კვირაში ვნახეთ გაფართოების ანგარიში და ყველა ამ ქმედების შედეგია ის, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა…”, – განაცხადა ჰიპერმა.
ცნობისთვის დღეს “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, რომელშიც წერია, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.
ამავე არხის ცნობით, ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებული“.