იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი, ჩვენ დავინახეთ, რომ ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, უბრალოდ, სურვილს გამოვთქვამდით, დრო არის ჩვენი დიალოგი შედგეს, ეს არის და ეს. ჩვენ არც არაფერი გვაქვს დასამალი და მათი მხრიდან არის ახლა დასაყენებელი საკითხი, როდის გადაწყვეტენ ჩვენთან მოხდეს დაკავშირება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე ის გამოეხმაურა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილს. მიხეილ ყაველაშვილის აზრით, ადამიანები, რომლებიც სწერენ რუბიოს, გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით.
„ეს დამოკიდებულება არის დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი. ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხელოვნურად არის შექმნილი ერთგვარი ხაზი, რომ დაამცირონ და დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება, ნათლად ჩანს. ის ადამიანები, ვინც ამ წერილში არის მოხსენიებული, ვინც ავტორი არის ამ წერილის და წერენ, რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. არაფერი განსხვავებული არ არის, იგივე ხაზი გრძელდება. თავად ახალმა ადმინისტრაციამ ის ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობდით, რომ აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ, საუბარი იყო USAID-ზე და NED-ზე, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი ქმედებები თავად ამერიკის დღევანდელმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციითა და რადიკალური ქმედებებით. ეს არის პასუხი, თავისთავად. მე მგონი, ამაზე ზედმეტი საუბარი არც ღირს. ყველაზე კარგად არის ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული, ძალიან კარგად ხვდება. იცით, თუ რა მოვლენებია ჩვენ გარშემო და ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით.
თქვენ გახსოვთ, რომ მე ვიყავი აშშ-ში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები თავად ჯერ-ჯერობით იკავებენ თავს, ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის, ვაღიარებთ კიდევაც, წერილებითაც მივმართეთ და არაფერი ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არ გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სამართლიან, ეროვნულ ინტერესზე დაყრდნობით, რომელსაც ხშირად პოზიციონირებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებით, რომ დღევანდელი დამოკიდებულებები – პირდაპირ გაეროს სხდომაზე წარმოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მიხედონ საკუთარ ქვეყნებს და აქედან გამომდინარე უნდა იყოს დაცული ეს თემა. ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით. ეს ღირებულებითი თანხვედრა, როცა გამოჩნდა იქამდე ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი, ჩვენ დავინახეთ, რომ ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენს და მას შორის, უბრალოდ, სურვილს გამოვთქვამდით, დრო არის ჩვენი დიალოგი შედგეს, ეს არის და ეს. ჩვენ არც არაფერი გვაქვს დასამალი და მათი მხრიდან არის ახლა, დასაყენებელი ეს საკითხი, როდის გადაწყვეტენ ჩვენთან მოხდეს დაკავშირება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




