76 წლის გურამ ქუხილავას 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნისა და პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე აქციების აქტიურ მონაწილეს, 76 წლის გურამ ქუხილავას გზის გადაკეტვის საბაბით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, იშუმადგლომლეს, რომ მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგულიყო, რაც თორნიკე ქოჩქიანმა არ გაიზიარა.
“მისი დაკავება კანონის მოთხოვნის დარღრვებით მოხდა, არ იცოდა რომელ განყოფილებაში იყო გადაყვანი, მოხდა მისი გაშიშვლება, რასაც არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა და მისთვის ეს იყო ღირსებისა და პატივის შემახველი დამამცირებელი გარემეობა, ეს იყო ის მიზეზი. რის გამიც ბატონი გურამი დღეს სასამართლოში არ იმყოფებოდა”, – უთხრა ადვოკატამ მარიამ კანდელაკმა რადიო თავისუფლებას სასამართლოს ეზოში.
გურამ ქუხილავა, რამდენიმე დღის წინ ჰყვებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მისი გადაყვანისა და იქ ღირსების შემლახავი მოპყრობის თაობაზე.
გურამ ქუხილავა, რომელიც დან დევნილია პოლიციის განყოფილებიდან 3 ნოემბერს გვიან ღამით გამოუშვეს, 4 ნოემბერს ის კვალ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
დღეს 7 ნოემბერს, გზის გადაკეტის საფუძვლით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ბაია მარგველაშვილს.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე კობა ჩაგინავამ 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მანამდე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ კოკო მიქაიას.
იგივე საფუძვლით 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა შალვა ბაღდოშვილსაც.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი