“ყოველგვარი ღლიცინის გარეშე, რამოდენიმე კითხვა მაქვს მთავრობასთანაც, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც და თავად პროკურატურასთანაც” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:

ახლა ყოველგვარი ღლიცინის და ხუმრობის გარეშე რამოდენიმე კითხვა მაქვს მთავრობასთანაც, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც და თავად პროკურატურასთანაც.
1. ვინ დაადგინა რომელია საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ან სახელმწიფოები და რა სამართლებრივი აქტი გვაქვს ამის განმსაზღვრელი?.. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურის დღევანდელი ბრალდება არის ნონსენსი. რადგანაც პროკურატურას არანაირი უფლება არა აქვსთავად გადაწყვიტოს ვინაა მტრული სახელმწიფო და ვინ არა..
2. რას ნიშნავს განსაზღვრება “თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოსთან” და რა კრიტერიუმებია საკანონმდებლო რომელიც გვიკრძალავს ან უფლებას გვაძლევს უცხოელებთან ურთიერთობის?
ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება რომელიც პირიქით ასეთ თანაშრომლობას ითვალისწინებს, როგორც სამთავრობო, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების დონეზე. უფრო მეტიც საქართველო შეერთებულია 1976 წლის ჰელსინკის ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის დოკუმენტს.
ამიტომ, რა საკანონმდებლო აქტით ან კანონით იხელმძღვანელა პროკურატურამ, ასეთი ფორმულირების ჩამოყალიბებისას?
სხვა შემთხვევაში პროკურატურის ბრალდება არის ნონსენსი და საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის უპირობო დარევევა..
რა ხდება საბჭოთა კავშირი და სტალინიზმი ჩამოვაყალიბეთ უკვე?