“ე.ი. რა გამოდის?… ვინც თბილისურ “ტო”–ს იტყვის ყველა დასაჭერია” – რამიშვილი

სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი მანჩო გიორგობიანის იმ უბნელზე, რომელიც იმ მაღაზიაში მივიდა, სადაც ჯგუფური ძალადობა მოხდა და მაღაზიის თანამშრომლებს ისეთ საყვედურობდა პოლიციის გამოძახებისთვის, წერს:
“ძალიან ნიშანდობლივია ლიბერდებილების მიერ იმ კაცის შეფასება რომელიც ცნობილ ვიდეოში სუპერმაკერტში შედის და შესაბამისი თბილისური პრონონსით საყვედურობს სუპერმარკეტის მესვეურთ: დაჭერები რად გინდოდათ, ჩემთვის დაგერეკათ და მოგარიგებდითო” ასეთი ქალაქელი პერსონაჟები თბილისისთვის ძალიან ორგანულია. ისინი თბილისური სუბკულტრის განუყოფელი ნაწილია. მათი მიწერა კრიმინალებზე ისეთი სიბრიყვეა რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ საშუალო სტატისტიკურ ლიბერდებილს ხომ დასაჭურისებული, ქიმიურად გაწმენდილი გარემო სურს, ზუსტად ისეთი როგორშიც ცხოვრობს. ამასთან ის რომ იგინება, ძალადობს, მოძრაობას კეტავს და ზოგადად კანონს არღვევს (ანუ მართლაც სჩადის კრიმინალს) ეს ხომ მოსულა?! ე.ი. რა გამოდის? ექსკლუზივი გინებაზე ლიბერდებილს აქვს. ხოლო ვინც უბრალოდ თბილისურ სიტყვას “ტო” ს იტყვის ყველა დასაჭერია.”
“რა პონტია ტო ეს დაჭერები და ისინი… დაგერეკათ ჩემთვის, ჩამოვიდოდი, მოგარიგებდით”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)