გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

რა არის გასაკვირი იმაში, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი ერთ-ერთი რიგითი წერილით შემოიფარგლებოდა?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად ევროკავშირმა მიიღო”.
მისი შეფასებით, გავრცელებული წერილი მისთვის აღიქმება როგორც ზოგადი აღიარება იმ უკუსვლისა, რაც საქართველოს ჰქონდა და არა ისე, რომ ეს ფაქტი იყო დადასტურებული.
შარაშიძის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი “ქართულმა ოცნებამ” მიზანმიმართულად შეაჩერა.
„ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, „ოცნებამ” მიზანმიმართულად შეაჩერა. ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ მას ამ ქვეყანაში დემოკრატია არ სურს, არამედ იმიტომ, რომ მას არ სურს ევროპა, რადგან ევროპული დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს არის მთავარი პრობლემა და ამიტომ არის „ოცნება” ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმი.
რა არის გასაკვირი იმაში, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? მგონი ამაში გასაკვირი არაფერია. აქ, შეიძლება, სიტყვებზე ვიდავოთ, მაგრამ რეალურად ეს წერილი გავიგე როგორც ზოგადი აღიარება იმ უკუსვლისა, რაც საქართველოს ჰქონდა და არა ის, რომ ეს ფაქტი იყო დადასტურებული. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი ერთ-ერთი რიგითი წერილით შემოიფარგლებოდა?”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა ბოლო ერთი წლის ამბავი არ არის, არამედ ეს უკუსვლა ბოლო 5 წლის ამბავია, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო.
„განცხადებას რა მნიშვნელობა აქვს? ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, გინდათ თქვათ, რომ 28 ნოემბერს არის მიღებული? და “ოცნება” რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო, ამას წინ მთელი პერიპეტიები უძღოდა. ს დროს „ოცნება” ხალხს ერთი მხრივ, ჰპირდებოდა ღირსებით სხვლას ევროპისკენ, მაგრამ როგორი სვლა და ღირსება მივიღეთ, ეს ყველამ ნახა.
[ირაკლი კობახიძის] განცხადება იყო უბრალოდ იმის დასტური, რისკენაც “ოცნება” ისედაც მიდიოდა. როგორ ემთხვევა ეს განცხადება რიცხვებში ერთმანეთს, არ მგონია ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ შემთხვევაში არის დე ფაქტო მთავრობის ე.წ მეთაური და მისი განცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დადასტურებად ჩაითვალა. ამიტომ და არა იმიტომ რომ ერთ დღეში შეიცვალა პოზიცია. თქვენ ეკიდებით განცხადებას და თარიღს და მე გეუბნებით, რომ ამ განცხადებით მ დაადასტურა ის, რისკენაც “ოცნება” მიდიოდა. რა თქმა უნდა, ის დემოკრატიული უკუსვლა ბოლო ერთი წლის ამბავი არ არის. რეალურად, ეს დემოკრატიული უკუსვლა ბოლო 5 წლის ამბავია, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. დაიწყო როგორც დემოკრატიული უკუსვლა, ასევე საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლილება. ასე რომ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ 3-4 წლის შემდეგ მ ეს დაადასტურა”, – აღნიშნა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.