დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვსდა ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურგარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნისგანვითარების გასაღებია, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიკობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუშიგანაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმააღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლისგანმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშედადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლისსაპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„ქვეყანაში გადატრიალების ხუთიგანსხვავებული მცდელობის წინაშეაღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაციასრულიად სტაბილურია და ჩვენითანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციისსტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიციაძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლისგანმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო.
ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნოსამი წლის განმავლობაში არჩევნები არიქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენშეგვიძლია, სრულად ვიყოთკონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლორამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიანმაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულადამაზე ვართ კონცენტრირებულები“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




