თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის „ლელო“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც დათუნაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა იმ „ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია“.
„არ შევალ იმ სპეკულაციაში, რა პირდაპირი სამართლებრივი კავშირი შეიძლება დახატოს „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილია, ფარსია. შესაბამისად, რასაც დახატავს და რაც მათ ნაღრძობ ტვინებში მოვა, შეიძლება, ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს. პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმება ჰქვია, კომიკური გახდა საზოგადოების თვალში. კომიკური გახდა ამ ბოროტი დიქტატურის დამყარების ყველა ის მცდელობა, რომელიც ივანიშვილს აქამდე ჰქონდა გამიზნული. რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა. ჩემი აზრით, იმ პიარული ფიასკოს ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ განიცადა. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ მიიღო. საზოგადოებამ ეს აბსურდი, მარაზმი სერიოზულად არ მიიღო, რადგან არასერიოზულია. ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია – არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და ს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ს, ნიკანორ მელიას, ს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!