“ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია” – უისლონი ოპოზიციონერი ლიდერების ახალ ბრალდებაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი, -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება რვა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებებს. უილსონის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია”.
“ქართული ოცნების” სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ეს ავადმყოფური საქციელი არის მათი მფარველების ტაქტიკების ანარეკლი მოსკოვიდან და პეკინიდან. ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი ღალატობს საკუთარ ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ”, – წერს უილსონი.
Even by Georgian Dream standards, the regime's new politically motivated charges against opposition leaders are appalling. This sick behavior mirrors the tactics of their patrons in Moscow and Beijing. The anti-American Georgian Dream regime is betraying its people in favor of… https://t.co/yAMmjMoP8p — Joe Wilson (@RepJoeWilson) November 6, 2025
გუშინ, 6 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პროკურატურამ დაიწყო მორიგი სისხლისსამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!