პრემიერის სკანდალური ჩარტერი და ჩალის ფასად გასხვისებული ქონება – რაზე ესაუბრება მესამე სექტორი რიჩარდ ნეფს

პრემიერის ჩარტერის სკანდალი, მდიდრული წვეულებები და ჩალის ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონება – არასამთავრობო ორგანიზაცები ასახელებენ საკითხებს, რაზეც რამდენიმე საათში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, რიჩარდ ნეფს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
პრემიერის შვილის ამერიკაში მგზავრობის საქმე არის ქრესტომატიური ხასიათის კორუფციული დანაშაული, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოებში შეიტანო და უნივერსიტეტში ასწავლო, როგორ არ შეიძლება იქცეოდეს ღარიბი ქვეყნის პრემიერი. საერთოდ რომელიმე ქვეყნის პრემიერი, მაგრამ განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნის პრემიერი. ყველაფერი რაც პრემიერის გარშემო ხდება და რაც მას პირადად უკავშირდება, არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კრიტიკულად აუცილებელი, რომ მუდმივი ყურადღების ქვეშ იყოს. აქედან დაწყებული და რა თქმა უნდა, და ჩემთვის პირადად, გამომდინარე იმ საქმიანობიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებული სკანდალები, დავები, გასული წლის ნომებრიდან გახმაურებული სამართლებრივი დავა “სინოჰიდროსთან”, რომელიც ასევე გრიგოლეთი-ჩუმათელეთის გზაზე მუშაობს, იქნება წამყვანი თემები, რომლებზეც მე ვაპირებ ხვალ საუბარს, – ამბობს “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე .
ოპოზიცია კი მნიშვნელოვან საკითხად ანტიკორუფციულ ბიუროს საკითხს ასახელებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილის შექმილი და მასზე დაქვემდებარებული უწყება არაეფექტურად მუშაობს.
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შექმნა ირაკლი ღარიბაშილმა და “ქართულმა ოცნებამ” არის ტრაგიკომიკური შირმა, ვიანდაინ საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის თავად ღარიბაშვილი და მის ქვეშ არსებული გაურკვეველი კოჭლი ინსტიტუტი, რომელსაც არ გააჩნია კორუფციის გამოძიების და მასზე რეაგირების არანაირი ბერკეტი ფუნქცია, ბუნებრივია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვერ იქნება აღქმული როგორც სრულფასოვანი ინსტიტუტი და ზუსტად ამას უკავშირდება ის, რომ კორუიფციასთან დაკავშირებით არსებული დათქმა და რეკომენდაცია ევროკავშირთან მიმართებაში ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, – ამბობს “ლელოს” წევრი საბა ბუაძე.
ოპოზიციის ბრალდებებს “ქართული ოცნება” თავდასხმით პასუხობს. გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ოპონენტები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რადგან ანტიკორუფციული ბიურო გამართულად მუშაობს.
ზუსტად ანალოგიური მცდელობა, დეზინფორმაცია და აჟიოტაჟი არის ახლა ატეხილი და უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოსდა კორუფციასთან მიმართებაში ქვეყანაში არის მძიმე სიტუაცია. ამ კონტექსტში უნდათ, რომ ინსტიტუტებზეც მიიტანონ შეტევა და მიზანში ჰყავთ ამოღებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანად, – ამბობს გივი მიქანაძე.
რიჩარდ ნეფი თბილისში შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. დიდი ალბათობით, შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ბლინკენის უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს შეფს მწვავე კითხვები ნტიკორუფციული ბიუროს მუშაობის შესახებ ექნება.
სახელმიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში შეხვედრებს ასევე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან გამართავს. დიდი ალბათობით შეხვედრები მას ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით უწყება არ ადასტურებს.
,,ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ