კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი – ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება

ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო“, – განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ს ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ“, – აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ