ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას
ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან, არამხოლოდ ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
მისი თქმით, დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და ამას ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაც, რისი მაგალითიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებული მასშტაბური ინვესტიცია და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტია.
“დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას. ამის მაგალითია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციის მასშტაბური პროექტი. ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კვირაში ჩინეთში იმყოფებიან და ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას ამ ქვეყანასთანაც. ჩვენ გირჩევდით, რომ გაგრძელდეს გონივრული ფისკალური პოლიტიკის განხორციელება, რაც კეთდება. ასევე, ინფლაციის კონტროლი. ინფლაცია, მართალია, ახლა მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ მაღლაა, მაგრამ, საერთო ჯამში ის კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად, საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება,” – აღნიშნა ენდრიუ ჯუველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა