ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას ხაზარაძე და ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა – დათუნაშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი, ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
დათუნაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი.
იგი ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს, სიცრუესა და თითიდან გამოწოვილს უწოდებს.
მისი განცხადებით ეს არის მიზანმიმართული, პოლიტიკური დევნა პარტიის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის წინააღმდეგ, რათა ისინი კიდევ ერთხელ ჩასვან ციხეში.
„რუსული რეჟიმი საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გასაფორმებლად ცდილობს, ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი!
ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს – ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს!
ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა. ივანიშვილის “რუსულმა ოცნებამ” პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით – სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის იმედი აქვს, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია, ამიტომ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა!
ვერც ერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. “ძლიერი საქართველო – ლელო” იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით!” – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ, დღეს, 6 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ავტორი: ნინა სიგუა