Reuters – დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს

აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების სირიის დედაქალაქში მდებარე საჰაერო ბაზაზე განლაგება, დამასკოსა და ისრაელს შორის პოტენციური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას ხელს შეუწყობს.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ამერიკელი სამხედროების დამასკოში გაგზავნა, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტი, ორშაბათს თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ