ს ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, შეწყვიტოს „ანტირუსული ძალების“ თემით მანიპულირება

აფხაზეთში ადგილობრივ თვითმმართველობის ს [დე ფაქტო – რედ.] მიმდინარეობისას რიგმა საზოგადოებრივ–პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დე ფაქტო მთავრობას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მოწვეული პოლიტტექნოლოგების არაკორექტულ ჩარევაში ადანაშაულებენ.
განცხადების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააფრთხილეს აფხაზური ხელისუფლება, რომ ადმინისტრაციული ზეწოლა მმართველი ძალის კანდიდატების სასარგებლოდ და უცხოელი პოლიტტექნოლოგების გავლენა ს ლეგიტიმობას საფრთხეს უქმნიდა.
პარტიების თქმით, ყველა ეს სიგნალი აფხაზურმა ხელისუფლებამ უგულებელყო, რის შედეგადაც ქვეყანა „წინასაარჩევნო ქაოსში“ აღმოჩნდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შექმნილი ვითარება არის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პოლიტიკისა და მოქმედი პრეზიდენტის, ბადრა გუნბას „ჩუმი თანხმობის ან ხელშეწყობის“ შედეგი, რომლებიც მოქალაქეებს „პრორუს“ და „ანტირუს“ ბლოკებად ყოფდნენ. მათი თქმით, მტკიცებულებების გარეშე მოქალაქეთათვის დადებული ბრალდებები პოლიტიკური სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ერთობლივი განცხადების ავტორები იხსენებენ ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს შექმნილ ატმოსფეროს, როდესაც პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ნაწილდებოდნენ „პროდასავლურ“, „პროთურქულ“ და „პრორუსულ“ ჯგუფებად, ხოლო მოწვეული პოლიტტექნოლოგები, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების უცოდინრობის გამო, „აგრესიულად და მანიპულაციურად“ მოქმედებდნენ. მათივე თქმით, იგივე პრაქტიკა გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც – „მოსყიდვითა და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიებით“.
პარტიები აცხადებენ, რომ მიუხედავად მრავალჯერადი მოწოდებისა პოლიტიკური დიალოგის საჭიროებაზე, [დე ფაქტო] ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგა.
განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რუს ხალხთან მეგობრობა აფხაზური საზოგადოების შეთანხმებული პოზიციაა და „ანტირუსული ძალების“ შესახებ გამოგონილი თეზისი არ შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკურ მანიპულაციებში, რადგან “ამგვარი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს”.
ერთობლივი მიმართვის ავტორები აფხაზეთის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხსნას რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების დღის წესრიგიდან „მითიური ანტირუსული ძალების“ თემა და ხელი შეუწყოს პოლიტიკური გარემოს დარეგულირებას.
დოკუმენტის ბოლოს ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა უზრუნველყოს სამართლიანი და კანონთან შესაბამისი არჩევნების ჩატარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია