გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი ბალხამიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბალხამიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ბორის (ჩელე) ყურუამ განუცხადა, გიორგი ბალხამიშვილს გზის გადაკეტვას ედავება.
„გიორგი ბალხამიშვილს გზის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო ამისთვის. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოთხი დღით პატიმრობა განუსაზღვრა. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სასამართლო პროცესთან კი არა, მთლიანად კანონმდებლობასთან და იმ ცვლილებასთან გვაქვს პრობლემა, რომელიც შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის არის პირდაპირ არაკონსტიტუციური და კანონმდებელი იმპერატიულად აწესებს, რომ გზის გადაკეტვაზე და ნიღბის ტარებაზე აუცილებლად 15 დღემდე პატიმრობა უნდა გამოიყენოს სასამართლომ“,- განაცხადა ჩელე ყურუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია