ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით

გენერალური პროკურორის განცხადებაში ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამ მოვლენებს, ქმედებებს ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით – გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მე ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, ვინაიდან პოლიტიკოსებს ერთ-ერთ ბრალად ედებათ “უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება” ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მტრებად გამოაცხადა, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ “პროკურორის განცხადებაში არსად უნახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა”.
„ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “საქართველოს არ თვლის არც ერთ ამ სახელმწიფოს თავის მტერ სახელმწიფოდ”.
„უბრალოდ, რაც ჩამოთვალა პროკურორმა, ყველა ეს განცხადება, მოვლენა, ქმედება, პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამის მომსწრე და მხილველი იყო მთელი საზოგადოება. თუ რა მტკიცებულებები გააჩნია ამის იქით პროკურატურას და როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. ეს მთლიანად მართლმსაჯულების გამოძიების და სასამართლოს საქმეა.
მე პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას გარკვეული საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების სიას და ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში. მე ვამბობ, რომ იმაში, რაც განაცხადა პროკურორმა, ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამას ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ “საქართველო არის ს იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ.” გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მე ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.