პროკურატურა: სანქცირებულია 300-მდე მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირება გენერალურმა პროკურორმა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა.
„ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და , ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“, – თქვა გიორგი გვარაკიძემ.
· სამივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· დამატებით ელენე ხოშტარიას ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
დღეს, 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (, ზურა ჯაფარიძე, , ელენე ხოშტარია, , , ბადრი ჯაფარიძე და ) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.