ნიკოლაი ბელიკოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება დროებით შეჩერებულია – ადვოკატი

ს მოქალაქე, ნიკოლაი ბელიკოვი, რომელიც 10 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს თავისუფალია. მან ს იზოლატორი, სადაც 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ გადაიყვანეს გუშინ, 5 ნოემბერს, გვიან ღამით დატოვა.
ბელიკოვი 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე “პოლიციელზე დაუმორჩილებლობის” საფუძვლით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, -ის მოთხოვნით მას ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯა. თუმცა, მისი გაძევების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, შეჩერებულია.
როგორც ბელიკოვის ადვოკატი, დავით მჟავანაძე განმარტავს, დეპორტაციის გადაწყვეტილების შეჩერებისთვის მათ მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გარდა ამისა, მჟავანაძის ინფორმაციით, ბელიკოვს ჯერ კიდევ დაკავებამდე ჰქონდა სასამართლო დავა საქართველოში მის სტატუსთან დაკავშირებით – ის ითხოვდა ბინადრობის უფლების გახანგრძლივებას. ეს საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. როგორც ადვოკატი განმარტავს, მიმდინარე დავის ფონზე მიგრაციის დეპარტამენტს არ აქვს ადამიანის გაძევების უფლება.
დავით მჟავანაძე განმარტავს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ნიკოლაი ბელიკოვს რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში.
“არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ ნიკოლაის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ, არის ისეთი ფაქტები, რომლებზეც შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო. მაგალითად, ის იყო ნავალნის თანამოაზრე [ – რუსი ოპოზიციონერი, რომელიც 2024 წლის 16 თებერვალს ს ციხეში დაიღუპა]; ის არის რუსეთში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიის წევრი; იყო აქტიური მოქალაქე, რომელიც პუტინის რეჟიმს ებრძოდა რუსეთში; ის ღიად გმობს ს შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე; ის არ ერიდება საჯაროდ, თავის სოციალურ ქსელში პუტინის რეჟიმის მოქმედებების კრიტიკას როგორც რუსეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ასევე ში”, – ამბობს დავით მჟავანაძე.
ნიკოლაი ბელიკოვთან ერთად ერთი ღამე გაატარა ს იზოლატორში დავით გაგრელმა (ჭკადუა) – პროევროპული ქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელიც 24 ოქტომბერს, გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის ბელიკოვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“არ იტყობდა, მაგრამ ნერვიულობდა მგონია, ნერვიულობდა დეპორტაციაზე და სწუხდა აუსრულებელ ოცნებებზე. ბოლოს პირობა ჩამოვართვი, რომ მხოლოდ ოპტიმისტურად იფიქრებდა. დალევა არ მიყვარსო (რანაირი რუსი ხარ-მეთქი), მაგრამ იმის პირობაც დადო, რომ ერთხელ მთავრობის წასვლის მერე, ერთხელ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ და ბოლოს გაგრაში დალევს ჩემთან.
ავუკრძალე პესიმიზმი. დასახსნელია ეს კაცი დეპორტაციისგან. კაცი რომლის ერთადერთი ცოდვაც ისაა, რომ უბრალოდ რუსეთში დაიბადა. […] ასე მითხრა ნიკოლაიმ, ბევრ ქვეყანაში მინდოდა ცხოვრება, მაგრამ აწი საქართველოში მინდა, მე რუსეთში მეგობარი არ მყავს, თუ ვინმე მყავს მსგავსი, ყველა აქ არისო”, – წერს გაგრელი.
gggz

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ