გიორგი გვარაკიძე – აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციებით, რაც პარტიების ოფისებიდან, სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულია

აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს – ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციების საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“.
„პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.
2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა 6 დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.
აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.