პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს

გენერალური პროკურატურა “ლელოს” ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
“პროკურატურა სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს”, – აღნიშნა გვარაკიძემ.
გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.