,,საქართველოში ბევრს უყვარს ტრაბახი – აი, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, აგერ ნახეთ, როგორც გაზრდილია კრიმინალი ლონდონში ან ბარსელონაში!!!
ამაზე მეტი ტყუილი ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში”,- ამის შესახებ ჟურნალისტი თენგო აბლოთია წერს.
,,საქართველოში ბევრს უყვარს ტრაბახი – აი, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, აგერ ნახეთ, როგორც გაზრდილია კრიმინალი ლონდონში ან ბარსელონაში!!!
ამაზე მეტი ტყუილი ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში.
უსაფრთხოა? მაშ გაიარეთ ოჯახებში, გაესაუბრეთ დედებს, რომლებსაც ახალგაზრდა შვილები ჰყავთ. თუ ასეთი უსაფრთხოა თბილისი – მაშ რატომაა, შვილი 10 წუთით თუ იგვიანებს – ყველა დედას პანიკური შეტევა ეწყება?
ევროპაზე – ორი პატარა ქეისი.
ფეისში მყავს ერთი ნაცნობი,. ქართველი ბერძენი, რომელიც ცხოვრობს სალონიკში. ხო და ერთხელ მითხრა – “აქ, საბერნეთში, ჩემი ბიჭი მთელი ღამე რომ არ მოდის სახლში – საერთოდ არ ვნერვიულობ, მშვიდად ვიძინებ.
საქართველოში რომ ჩავდივართ სტუმრად, ნახევარი საათით რომ იგვიანებს – ადგილს ვერ ვპოულობ”.
მეორე. მყავს ერთი კოლეგა, თბილისელი სომეხი, რომელიც ცხოვრობს ბარსელონაში. მითხრა ასეთი რამ – “ესპანეთში რომ ჩავედი, პირველად ვნახე ბევრი მამაკაცი, რომელსაც ცხოვრებაში არ უჩხუბია, თუ არ ჩავთვლით ყმაწვილობის ასაკში რაღაც წვრილმან გაწევ-გამოწევას”.
აი ესაა მთავარი. ჩემი აზრით, თბილისი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია. რას ნიშნავს სტატისტილურად უსაფრთხოება? იმას რომ აქ ნაკლები დანაშაული ხდება ციფრობრივად,
მაგრამ ციფრებს რომ გავცდეთ – რა სურათი გვაქვს? თბილისში შეიძლება არაფრის გამო საღამოს აგჩეხოს ვიღაც თავში ავარდნილმა ნაბიჭვარმა.
ბიჭი იყო მათემატიკის მასწავლებელი, მოდიოდა სახლში, მოჰქონდა კვერცხი და პური, და უცებ ვიღაცა დაავადებული თავს დაესხა და მოკლა.
ბარსელონაში დიდი დიდი ტელეფონი გამოგგლიჯონ ხელიდან.
სტატისტიკურად თბილისი უფრო უსაფრთხოა. მაგრამ რომ გქონდეთ არჩევანი – რა არის უფრო უსაფრთხო? 100 ტელეფონის მოპარვა თუ 1 კაცის მკვლელობა?
საქართველოს მთავარი შავი ჭირია ქუჩა და ქუჩური გაგება, მოუცილებელი კიბო, რომელსაც ვერაფერი შველის, რაღაცა კარმაა, გენეტიკური დარღვევა, გაუგებარი და აუხსნელი.
ის ანადგურებს ყველაფერს. სწორედ ქუჩური გაგების გამო დღეს საქართველოში ისევე როგორც 50 წლის წინ სკოლაში სწავლა – დასაცინია, ქუჩურნა მოსპო ყველაფერი რასაც რაიმე შრომა სჭირდება, მათ შორის, მაგალითად, მასობრივი, გამაჯამსაღებელი სპორტი.
ქუჩურია ნარკოტიკების წყარო, ქუჩურიდან მოდის ტოტალური უსაქმურობა.. და რა ვიცი კიდევ რა.
სანამ საქართველოში ბოლომდე არ მოისპო ქუჩის აკადემია – ვერც ერთი აკადემია ვერ გაიხარებს.
ბოლოს ჩემი პირადული – ორი ბიჭი მყავს, 8 და 5 წლის, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გარდატეხის ასაკს შეხვდნენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საქართველოს გარდა.
ამის მიზეზი არც პოლიტიკაა, არც ეკონომიკა, და არც, თქვენ წარმოიდგინეთ, ქოცობა.
ამის მიზეზია – იმის წარმოდგენა, რომ ერთხელაც უცნობი ნომრიდან მირეკავენ, და მეუბნებიან – გამარჯობათ, ღუდუშაურის კლინიკიდან გირეკავთ…
ამას მირჩევნია ქუჩაში მობილური გამომგლიჯონ”,- წერს თენგიზ აბლოთია.




